Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ შეშფოთებას გამოთქვამს სირიასა და თურქეთს შორის ინციდენტების გამო


თურქეთმა საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა სირიას - ზედიზედ მეოთხე დღეს მას შემდეგ, რაც სირიიდან გასროლილი ჭურვები ჩავარდა თურქეთის ტერიტორიაზე. ინციდენტები დაიწყო ოთხშაბათს, როცა სირიიდან გასროლილმა ჭურვმა მოკლა ხუთი თურქი სამოქალაქო პირი. თურქეთსა და სირიას შორის ურთიერთსროლა არის პირველი შემთხვევა იმისა, რომ სირიის საზღვრებს გასცდა პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის რეჟიმსა და მეამბოხეებს შორის19 თვის წინ დაწყებული დაპირისპირება. შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი, ლიონ პანეტა შეშფოთებას გამოთქვამს სირიის კრიზისის მეზობელ ქვეყნებზე გავრცელების საფრთხის გამო: “დაწყებულია თუ არა (სირიის) კონფლიქტის გავრცელება მეზობელ ქვეყნებზე, როგორიცაა თურქეთი, ეს ჯერ უნდა გამოჩნდეს, მაგრამ ცხადია - თავად ის ფაქტი, რომ ურთიერთსროლა ხდება ამ ორ ქვეყანას შორის, დამატებით საფუძველს უქმნის შეშფოთებას, რომ კონფლიქტი შესაძლოა, გაფართოვდეს“. პანეტას თქმით, ვაშინგტონი დიპლომატიურ არხებს იყენებს მხარეების დასარწმუნებლად, რომ არ დაუშვან დაპირისპირების ესკალაცია.
XS
SM
MD
LG