Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, აღდგება ანტიმონოპოლიური სამსახური


არჩევნებში გამარჯვებული კოალიციის ”ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ახალი მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატად დაასახელა დავით უსუფაშვილი, მთავარი პროკურორის პოსტზე არჩილ კბილაშვილი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატად ნოდარ ჯახავიშვილი, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე რევაზ შავიშვილი და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელძღვანელად მაია მიმინოშვილი. ბიძინა ივანიშვილმა დღეს ასევე განაცხადა, რომ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატს თეა წულუკიანს დაევალა შეიმუშაოს და კოალიციას განსახილველად წარუდგინოს "სამართლიანი სამართლებრივი სისტემის ჩამოყალიბების პროექტი.” პრემიერ-მინისტრობის კანადიდატმა აღნიშნა, რომ აღდგება ანტიმონოპოლიური სამსახური და საარბიტრაჟო სასამართლო, პროკურატურა და შსს კი რეალურად ჩადგებიან ხალხის სამსახურში.
XS
SM
MD
LG