Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი დამხმარე ფონდი ორშაბათიდან ამუშავდება


ევროზონის მუდმივი დამხმარე ფონდი ორშაბათიდან ამოქმედდა. რეგიონის ფინანსთა მინისტრები „ევროპის სტაბილურობის მექანიზმის“ (ESM) ოფიციალური გახსნისთვის ლუქსემბურგში იკრიბებიან. ფონდს 2014 წლისთვის 500 მილიარდი ევროს ოდენობის სასესხო კაპიტალი ექნება, რასაც დასუსტებულ ეკონომიკებზე მკაცრი ფისკალური და სტრუქტურული რეფორმების განსახორციელებლად გასცემს. „ევროსტაბილურიბის მექანიზმი“ თავდაპირველად „ევროპის ფინანსური სტაბილურობის ფონდთან“ (EFSF) ერთად იფუნქციონირებს, შემდეგ კი სრულად ჩაანაცვლებს მას. ახალი ფონდი იხსნება პერიოდში, როცა საბერძნეთი კრიზისშია და არსებობს ეჭვი, რომ ესპანეთსაც მალე დასჭირდება ფინანსური დახმარება. „ევროპის ფინანსური სტაბილურობის ფონდს“ საბერძნეთზე, ირლანდიასა და პორტუგალიაზე უკვე 190 მილიარდი ევრო აქვს გასესხებული. არსებობს მოსაზრება, რომ „ევროპის სტაბილურობის მექანიზმის“ 500-მილიარდიანი რეზერვი ევროზონის სრული დაფარვისთვის არ იკმარებს.
XS
SM
MD
LG