ათენში უსაფრთხოების ზომები მკაცრდება, გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის ვიზიტთან დაკავშირებით. 2009 წლის შემდეგ - იმ დროიდან, რაც საბერძნეთი ფინანსურ კრიზისშია, ანგელა მერკელი პირველად ჩავიდა ამ ქვეყანაში. მობილიზებულია 6000-მდე პოლიციელი, ზოგიერთ ადგილას კი დროებით აიკრძალა საზოგადოებრივი თავშეყრა, რათა გამოირიცხოს ექსცესები კანცლერის ექვსსაათიანი ვიზიტის მანძილზე. გუშინ ათენის ქუჩებში გავიდა ათასობით რიგითი ბერძენი და პროფკავშირების წარმომადგენელი, მერკელის ვიზიტის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად. ბევრი ბერძენი მერკელს ადანაშაულებს იმაში, რომ მომჭირნეობის მკაცრ ზომების მიღებას აიძულებს ფინანსურ კრიზისში მყოფ ქვეყანას, საერთაშორისო დამხმარე ფონდების გაკოტრების თავიდან ასაცილებლად. გერმანიას, როგორც ევროპის უძლიერეს ეკონომიკას, ყველაზე დიდი წვლილი შეაქვს საბერძნეთისთვის გამოყოფილ მრავალმილიარდიან დახმარებაში. საბერძნეთის მთავრობა ამჟამად აწარმოების უცხოელ დონორებთან მოლაპარაკებას ახალ, 130 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარებაზე.
ყველაზე პოპულარული
1