Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაათავისუფლეს "პუსი რაიოტის" ერთ-ერთი წევრი


ეკატერინა სამუცევიჩი, პანკ-ჯგუფ "პუსი რაიოტის" ერთ-ერთი წევრი, სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდა. მოსკოვის საქალაქო სასამართლომ მსჯავრდებულ აქტივისტს სასჯელი შეუმსუბუქა და ორი წლით თავისუფლების აღკვეთა პირობითი სასჯელით შეუცვალა. გარდა ამისა სამუცევიჩს სასამართლომ ორი წლით დაუნიშნა გამოსაცდელი დრო. საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა მოსკოვის ხამოვნიკის სასამართლოს განაჩენი "პუსი რაიოტის" ორი წევრის, ნადეჟდა ტოლოკონნიკოვასა და მარია ალიოხინას მიმართ. მათ კოლონიაში ორწლიანი პატიმრობა მიესაჯათ.
XS
SM
MD
LG