ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები ბრიუსელში დაგეგმილ ორდღიან შეკრებაზე ავღანეთის უსაფრთხოების შესახებ იმსჯელებენ. მინისტერიალის ყურადღების ცენტრში იქნება ავღანეთის უსაფრთხოების ძალების და არმიის შემდგომი წვრთნის პროცესი. წვრთნის დაწყება გადაწყდა იმის გამო, რომ ნატოს ყველა წევრი სახელმწიფო 2014 წლის ბოლოს შეწყვეტს საბრძოლო ოპერაციას. ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრას ემთხვევა გახშირებული თავდასხმები ნატოს ინსტრუქტორებზე, რაც კოალიციის მზარდ შეშფოთებას იწვევს. ამ წლის განმავლობაში საერთაშორისო კოალიციის 50 ჯარისკაცი დაიღუპა თავდასხმებში, რომლებიც ავღანეთის უსაფრთხოების ძალებში ჩანერგილმა ექსტრემისტებმა ან მათმა თანამოაზრეებმა განახორციელეს. ამავე დროს ავღანეთში გაეროს წარგზავნილმა, იან კუბიშმა უარყო ვარაუდები, თითქოს კოალიციური ჯარების გასვლის შემდეგ ავღანეთს კატასტროფა ემუქრებოდეს.
ყველაზე პოპულარული
1