Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში მანქანის აფეთქებას სულ მცირე 16 ადამიანი ემსხვერპლა


ბოლო მონაცემებით, 16-მდე გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში მომხდარ მანქანის აფეთქებას ემსხვერპლნენ. დაჭრილია 30-ზე მეტი. აფეთქება ქალაქ დარა ადამ ხელში, თემის უხუცესების ოფისებთან ახლოს მოხდა. დაწყებულია გამოძიება. რეგიონის ოფიციალური წარმომადგენლის, ფახარ უდინის თქმით, თავდასხმის სამზნეს სავარაუდოდ წარმოადგენდა მშვიდობის კომიტეტის მოხალისეთა ოფისი. მოხელისეები მთავრობას დახმარებას უწევენ ექსტრემისტების საწინააღმდეგო ზომების გატარებაში.
XS
SM
MD
LG