საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე 4.6 მაგნიტუდას შეადგენდა. სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ცენტრის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ მიწისძვრის ეპიცენტრი აზერბაიჯანში, საქართველოს საზღვრიდან 5 კილომეტრის მოშორებით აღირიცხა. ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ყველაზე პოპულარული
1