Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნა


ისრაელის პარლამენტმა მხარი დაუჭირა თვითდაშლასა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მომავალი წლის 22 იანვარს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ქნესეთის აბსოლუტური უმრავლესობა, 100-ი დეპუტატი მიემხრო. კანონმდებლობის თანახმად მომდევნო საპარლამენტო არჩევნების 2013 წლის ოქტომბერში უნდა გამართულიყო, მაგრამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვადამდელი არჩევნების მოწოდება მას შემდეგ გააკეთა, რაც ქნესეთმა მხარი არ დაუჭირა მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვით, ვადამდელ არჩევნებში გამარჯვებას სავარაუდოდ ბენიამინ ნეთანიაჰუ მოიპოვებს, რომელიც, როგორც მოელიან, მემარჯვენე ლიკუდის პარტიის, ნაციონალისტებისა და რელიგიური პარტიებისგან წარმომდგარ კოალიციას უხელმძღვანელებს. ნეთანიაჰუმ ხელმეორედ ვადით მის არჩევაზე ორშაბათს ისაუბრა, როდესაც პარლამენტში განაცხადა, რომ მან არაერთი ნაბიჯი გადადგა, რათა დაეცვა ისრაელის სახელმწიფო ირანის ბირთვული პროგრამისა და ისლამისტი ექსტრემისტების მხრიდან მომდინარე მუქარებისგან. ნეთანიაჰუმ ისიც აღნიშნა, რომ შეძლო და თავიდან აირიდა ისრაელის ომში ჩართვა.
XS
SM
MD
LG