Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თვითნებურად შესახლებული დევნილების საკითხს სპეციალური სამუშაო ჯგუფები შეისწავლიან

სხვადასხვა შენობებში თვითნებურად შესახლებული დევნილების საკითხის შესწავლის მიზნით სპეციალური სამუშაო ჯგუფები ჩამოყალიბდება. ეს გადაწყვეტილება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში სამეთვალყურეო საბჭოს რიგგარეშე შეხვედრაზე მიიღეს. სამუშაო ჯგუფები სამინისტროს, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით დაკომპლექტდება.
XS
SM
MD
LG