Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უდალცოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს


მოძრაობა ”მემარცხენე ფრონტის კოორდინატორის სერგეი უდალცოვის და კიდევ ორი ოპოზიციონერის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა მასობრივი არეულობების ორგანიზების ბრალდებით. ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელმა ვლადიმირ მარკინმა განაცხადა. სისხლის სამართლის საქმე აღიძრა მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია ”ენტევემ” აჩვენა ფილმი ”პროტესტის ანატომია 2”. ფილმში ამტკიცებდნენ, რომ უდალცოვი და რამდენიმე სხვა ოპოზიციონერი აპირებდნენ ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ძალადობრივი გზით და სანაცვლოდ საზღვარგარეთიდან ფულის მიღებას გეგმავდნენ. ფილმში ნაჩვენები იყო კადრები, სადაც თითქოს ნაჩვენებია, როგორ იღებს უდალცოვი ინსტრუქციებს ქართველი პოლიტიკოსის, გივი თარგამაძისგან.
XS
SM
MD
LG