თურქეთში წუხელ სამი ჯარისკაცი და სამი ქურთი მეამბოხე დაიღუპნენ ორ სამხედრო ობიქტზე მეამბოხეების თავდასხმისას. იერიშები მოეწყო ჩუკურჩასთან სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ჰაკარის პროვინციაში, ირანისა და ერაყის მოსაზღვრე მთიან რეგიონში. ადგილობრივი მთავრობის ცნობით, თავდასხმები ერთდროულად მოეწყო. ჩუკურჩას რაიონში აქამდეც არაერთხელ მომხდარა შეტაკება ქურთისტანის მუშათა პარტიის წევრებთან. ქურთისტანის მუშათა პარტია, ანუ PKK, ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავს გამოცხადებული თურქეთს, ისევე როგორც ბევრ სხვა ქვეყანას.
ყველაზე პოპულარული
1