პაკისტანში ბოლო ხუთ კვირაში 445 ადამიანი დაიღუპა და ხუთ მილიონზე მეტი დაზარალდა მუსონური წვიმებით გამოწვეული წყალდიდობების შედეგად. ამის შესახებ იუწყებიან პაკისტანის ოფიციალური წარმომადგენლები. კატასტროფათა მართვის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, სექტემბრიდან თავშესაფარს ითხოვს 260 000-ზე მეტი ადამიანი. ამავე ცენტრის მიერ გასულ კვირაში გავრცელებული ცნობით, წყალდიდობით ზარალი მიადგა 450 000 ჰექტარზე მეტ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს.
ყველაზე პოპულარული
1