Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო ადასტურებს ავღანეთში სტაბილიზაციის მხარდაჭერას


ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას ავღანეთში სტაბილიზაციის მიმართ და აცხადებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა დაეხმარება ავღანეთის ჯარებს, ჩაიბარონ სრული პასუხისმგებლობა უსაფრთხოებაზე მას შემდეგ, რაც 2014 წლის ბოლოს ამ ქვეყანაში საბრძოლო ოპერაციებს დაასრულებენ საერთაშორისო ძალები. ნატოს ლიდერმა, რომელიც ხუთშაბათს ეწვია ქაბულს, ამ შინარსის განცხადება გააკეთა პრეზიდენტ ჰამიდ კარზაისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. რასმუსენმა აღნიშნა აგრეთვე, რომ ნატო გააგრძელებს ავღანელი ჯარისკაცების წვრთნას. ნატოს გენერალური მდივანი ავღანეთს ეწვია ჩრდილოატლანტიკური საბჭოს დელეგაციასთან ერთად.
XS
SM
MD
LG