ბრიუსელში დღეს საღამოს დაიწყო ევროკავშირის სამიტი, რომელიც ორ დღეს გასტანს. ერთ-ერთი მთავარი თემა ევროპის საბანკო კავშირის შექმნა, ასევე ვალებით გამოწვეული კრიზისის დაძლევის სხვა ზომებია. გერმანიის კანცლერმა ანგელმა მერკელმა დღეს გამოთქვა მოსაზრება, რომ ევროკავშირს უნდა ჰქონდეს მეტი გავლენა მისი წევრი ქვეყნების ბიუჯეტებზე, არასასურველი გადაწყვეტილებების დასაბლოკად. თუმცა, მერკელის თქმით, ამ იდეას შემდგომ სამიტზე განიხილავენ. მისი მოსაზრება გააკრიტიკა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა. საბანკო კავშირის იდეას აკრიტიკებენ ბრიტანეთი და სხვა ქვეყნები. სამიტი იმართება საბერძნეთში მასობრივი გამოსვლების და საყოველთაო გაფიცვის ფონზე. გაფიცვა მოეწყო მოსახლეობის უკმაყოფილების გამო. ის არ ეთანხმება მთავრობის მომჭირნეობის პოლიტიკას.
ყველაზე პოპულარული
1