Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში აფეთქების შედეგად დაიღუპა ქორწილში მიმავალი 19 ადამიანი


ავღანეთში გზის პირას ჩადებული ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპა ქორწილში მიმავალი, სულ ცოტა, 19 ადამიანი, უმეტესწილად ქალები და ბავშვები. პოლიციის ცნობით, დაიჭრა 16 პირი. აფეთქება მოეწყო პარასკევს დილით, ჩრდილოეთში მდებარე ბალხის პროვინციაში. პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია, მაგრამ ასეთი აფეთქებები იშვიათად არ ხდება და მათზე პასუხისმგებლობას, ჩვეულებრივ, თალიბებს აკისრებენ ხოლმე. ძალადობა დაგმო პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ, რომლის თქმითაც, "ნაღმის ჩადება გზაზე, რომლითაც სამოქალაქო პირები სარგებლობენ და უდანაშაული ხალხის დახოცვა არის მტრული ქმედება კაცობრიობის წინააღმდეგ“.
XS
SM
MD
LG