Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხუთი დეპუტატი უარს ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციაში გაწევრიანებაზე


ახალი მოწვევის პარლამენტის ხუთი მაჟორიტარი დეპუტატი, რომლებმაც მანდატები სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" სახელით ერთმანდატიან ოლქებში არჩევნების შედეგად მიიღეს, საპარლამენტო უმცირესობაში გაერთიანებას არ აპირებენ. როგორც ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ იუწყება, ეს დეპუტატები არიან გოდერძი ბუკია (ხობიდან), ბიზნესმენი კახა ოქრიაშვილი (დმანისიდან) გოგი ლიპარტელიანი (ლენტეხიდან)სერგო ხაბულიანი (ცაგერიდან) და ენზელ მკოიანი (ნინოწმინდიდან). "ჩვენ ვართ მაჟორიტარები, არ მივეკუთვნებით არც ერთ პარტიას და ამ ეტაპზე უფლებამოსილების შესრულებას დამოუკიდებელი დეპუტატების რანგში შევუდგებით",-აღნიშნა ბუკიამ, რომელმაც არ გამორიცხა, რომ მათ რიგებს შესაძლოა კიდევ ერთი მაჟორიტარი დეპუტატი შეუერთდეს და ცალკე ფრაქცია შექმნან. თუმცა, გოდერძი ბუკია, გოგი ლიპარტელიანი, ენზელ მკოიანი და კახა ოქრიაშვილი წინა მოწვევის პარლამენტში სწორედ მაშინდელი მმართველი პარტიის გუნდის წევრები იყვნენ.
XS
SM
MD
LG