პრეზიდენტი ბარაკ ობამა და რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო კანდიდატი მიტ რომნი დღეს საღამოს მესამედ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს წინასაარჩევნო დებატების ფორმატში. დებატები საგარეო პოლიტიკას შეეხება, ფლორიდის შტატში, ბოკა რატონში გაიმართება და საათნახევარს გაგრძელდება. ცნობილია, რომ დებატების წამყვანი პრეზიდენტობის კანდიდატებს შეკითხვებს დაუსვამს შემდეგ თემებზე: ”ამერიკის როლი მსოფლიოში”, კონფლიქტები ავღანეთსა და პაკისტანში, ისრაელი და ირანის ბირთვული პროგრამა; ”ცვალებადი ახლო აღმოსავლეთი და ტერორიზმის ახალი სახე”; ”ჩინეთის აღზევება და ხვალინდელი მსოფლიო”. აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 6 ნოემბერს გაიმართება.
ყველაზე პოპულარული
1