Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში მატულობს სიკვდილით დასჯა და უმცირესობების დისკრიმინაცია


ირანში ადამიანის უფლებათა საკითხებზე გაეროს მომხსენებლის თანახმად, ისლამური რესპუბლიკაში ყოველწლიურად სიკვდილით სჯიან ასობით ადამიანს და წლიდან წლამდე უარესდება რელიგიური და ეთნიკური უმცირესობათა მდგომარეობა. ანგარიშის ავტორის აჰმად შაჰედის თანახმად, ამა წლის რვა თვის განმავლობაში ირანში სიკვდილით 300-ზე მეტო ადამიანი დასაჯეს. თუმცა, მომხსენებლის ვარაუდით, ეს ციფრი შესაძლოა უფრო მაღალიც იყო იმის გამო, რომ ირანი მკაცრად ზღუდავს საჯარო ინფორმაციას სიკვდილით დასჯის შესახებ. შაჰედის თანახმად 2011 წელს ირანში 670 ადამიანს მიუსაჯეს სასიკვდილო განაჩენი, რაც მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. გაეროს მომხსენებელმა რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების დისკრიმინაციულ მდგომარეობაზეც ილაპარაკა და განაცხადა, რომ ირანში ყველაზე უფრო დევნილ უმცირესობად, რელიგიურ ჯგუფ ბაჰაიზმის მიმდევრები ითვლებიან. ირანის შესახებ გაეროს ახალი ანგარიში სრული სახით კვირის ბოლოს გამოქვეყნდება.
XS
SM
MD
LG