Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეორე დღეა, გაფიცულია ”IDS ბორჯომ საქართველოს” 200-ზე მეტი თანამშრომელი


მეორე დღეა გაფიცულია ბორჯომის პირველი ჩამომსხმელი ქარხნის 200-ზე მეტი თანამშრომელი. მათი განცხადებით, ქარხნის ადმინისტრაციამ სახელფასო განაკვეთის შესახებ თავდაპირველად სხვაგვარი დაპირება მისცა, თუმცა მოგვიანებით უკვე შემცირებულ სახელფასო კონტრაქტებზე ხელი იძულებით და მუქარით მოაწერინა. გაფიცულთა ინფორმაციით, დღიურად 14 ლარს იღებენ და თვეში 24 დღის განმავლობაში მუშაობენ. თავის მხრივ, ქარხნის მფლობელი კომპანია "IDS ბორჯომი საქართველო" გაფიცულ თანამშრომლებს მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს და მიიჩნევს, რომ საწარმოში არსებული ანაზღაურება და სარგებელი ადეკვატურია შრომის ბაზარზე დღეს არსებული სიტუაციისა. კომპანიის განცხადებითვე, მენეჯმენტმა გაფიცულებს შესთავაზა ხელფასის 25%-ით გაზრდა, რაც მათთვის მისაღები არ აღმოჩნდა. ”კომპანია ვერ ჩაებმება პროცესში, რომელიც აზარალებს ბრენდს და მის რეპუტაციას, ვერ დაუშვებს "ბორჯომზე" დეფიციტის ხელოვნურად შექმნის მცდელობას და იმედოვნებს, რომ ქარხანაში დაუყოვნებლივ აღდგება სამუშაო პროცესი", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
XS
SM
MD
LG