Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თინა ხიდაშელი: ბაჩო და დათა ახალაიებს, სავარაუდოდ, მოუწევთ წარდგნენ მართლმსაჯულების წინაშე


დათა და ბაჩო ახალაიები ისვენებენ - ამის შესახებ დღეს სააგენტო ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა პარლამენტის წევრმა როლანდ ახალაიამ. ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის თქმით, მისი ვაჟები საჯარო მოხელეები აღარ არიან და ისვენებენ. ამასთან, ახალაიამ არ უპასუხა შეკითხვას, თუ სად იმყოფებიან ბაჩო და დათა ახალაიები. სააპარლამენტო არჩვენების შემდეგ გავრცელებული ინფორმაციით, შს-თა ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ და თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ დათა ახალაიამ საქართველო დატოვეს. პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე უმრავლესობის წარმომადგენელმა თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ აქვს იმის ”მაღალი, ლეგიტიმური ეჭვი,” რომ ბაჩო და დათა ახალაიებს, სავარაუდოდ, მოუწევთ წარდგნენ სამართლიანი მართლმსაჯულების წინაშე.
XS
SM
MD
LG