Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტიმოშენკო უკრაინელებს მოუწოდებს არჩევნებზე უარი უთხრან იანუკოვიჩის „მაფიას"


საპატიმროში მყოფმა უკრაინის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა უკრაინელ ამომრჩევლებს, რათა კვირას დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე უარი უთხრან პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის „მაფიას“. აღნიშნული მიმართვა პარასკევს კიევში ტიმოშენკოს ქალიშვილმა ევგენიამ გააცნო ჟურნალისტებს. უკრაინაში, სადაც 46 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, კვირას ტარდება საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც სოციოლოგიური გამოკითხვებით გამარჯვებას ვიქტორ იანუკოვიჩის „რეგიონები პარტია“ მოიპოვებს. პოლიტიკური ალიანსი, რომლის ლიდერად იულია ტიმოშენკო ითვლება, გამოკითხვებით მეორე ადგილზეა ახალ პოლიტიკური გაერთიანება „UDAR“-ან ერთად, რომელსაც კრივში მსოფლიო ჩემპიონი ვიტალი კლიჩკო უდგას სათავეში.
XS
SM
MD
LG