Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩილ ხაბაძე წარდგენილია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის პოსტზე


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და არჩევნებში გამარჯვებული კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე არჩილ ხაბაძის კანდიდატურა წარადგინა. როგორც ჩვენი რადიოს კორესპონდენტი ნატა იმედაიშვილი იუწყება ბათუმიდან,
არჩილ ხაბაძე „ქართუ ბანკის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი იყო. თუმცა, ხაბაძის გარდა კოალიციის შიგნით თბილისის პოლიტიკური სკოლის დამაარსებლის არმაზ ახვლედიანისა და „ქართული ოცნებიდან“ უმაღლესი საბჭოს წევრის ჯემალ ფუტკარაძის კანდიდატურებიც განიხილებოდა. თუმცა, იმისთვის, რომ ხაბაძემ დაიკავოს აჭარის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილე, მისი კანდიდატურა უნდა შეთანხმდეს საქართველოს პრეზიდენტთან და შემდეგ დამტკიცდეს აჭარის უმაღლეს საბჭოზე, რომელზე კენჭისყრაც სხდომაც 29 ოქტომბერს გაიმართება.
XS
SM
MD
LG