უკრაინის მასშტაბით დილის 8 საათიდან უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს „ვერხოვნა რადას“ არჩევნები ტარდება. უკრაინის მოქალაქეები 225-ს დეპუტატს პარტიული სიით, ხოლო 225 -ს მაჟორიტარულ ოლქებში აირჩევენ. პარტიის გამსვლელი ბარიერი 5 %-ია, მაჟორიტარულ ოლქებში კი გამარჯვებისათვის ხმების უბრალო უმრავლესობაც საკმარისია. 28 ოქტომბერს საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა, რომელმაც განაცხადა, რომ ხმა „სტაბილურობას, ეკონომიკური წინსვლას და უკრაინელი ხალხის უკეთეს მომავალს“ მისცა. ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვებით პოლიტიკურ ორგანიზაციებს შორის 25-28%-ით ლიდერობს მმართველი რეგიონების პარტია, მეორე ადგილსა და ხმების 16-20%-ს მიიღებს გაერთიანებული ოპოზიცია, რომელშიც იულია ტიმოშენკოს „ბატკივშჩინა“, ასევე „ფრონტი ზმინი“ და ცნობილ მოკრივე ვიტალი კლიჩკოს „უდარი“ შედიან. მესამე ადგილს იკავებს უკრაინის კომუნისტური პარტია, რომელსაც ამომრჩეველთა ხმების 9-11%-ის მიღების იმედი შეიძლება ჰქონდეს.
ყველაზე პოპულარული
1