Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიგერიაში მსხვილი ტერაქტი განხორციელდა


ნიგერიის ჩრდილოეთში 8 კაცი დაიღუპა და ასზე მეტი დაიჭრა აფეთქებასა და სასამართლოს გარეშე ანგარიშსწორებაში, რაც ქრისტიანები მხრიდან მუსლიმანებზე განხორციელდა. გავრცელებული ინფორმაციით, მანქანაში მყოფმა თვითმკვლელმა აფეთქება მოაწყო ქალაქ კადუნის ქრისტიანულ ტაძრის შესასვლელთან, რასაც როგორც ეკლესიის, ისე ახლომდებარე შენობების დაზიანება მოჰყვა. ამ ინცინდენტის შემდეგ ქალაქში გამოცვივდა გაავებული ქრისტიანი ახალგაზრდობის ბრბო, რომელიც დანებითა და ჯოხებით იყო შეიარაღებული. ისინი თავს ესხმოდნენ მუსლიმანებს და მათ ბრალს დებდნენ აფეთქების მოწყობაში. ადრე მსგავს ტერაქტებს ქრისტიანულ ტაძრებში ექსტრემისტული დაჯგუფება „ბოკო ხარამის“ მებრძოლები აწყობდნენ. იუწყებიან, რომ დღევანდელ შეტაკებებში ბრბო ორ კაცს გაუსწორდა ლინჩის წესით. ერთ-ერთი ცოცხლად დაწვეს. ბრბო პოლიციის ძალით დაშალეს.
XS
SM
MD
LG