Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიტვის პრეზიდენტმა დაბლოკა მემარცხენე კოალიციის შექმნის გეგმა


ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ დაბლოკა სამი მემარცხენე პარტიის მიერ მმართველი კოალიციის შექმნის გეგმა. პრეზიდენტის განცხადებით, შრომის პარტია არ უნდა მონაწილეობდეს კოალიციის შექმნაში, რადგან მას წაყენებული აქვს კორუფციისა და პატიმრების ხმების ყიდვის ბრალდება. ლიტვაში კვირას გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებით, შრომის პარტია მესამე ადგილზეა. პრეზიდენტის გადაწყვეტილების გამო ნათელი არ არის, შეძლებენ თუ არა სოციალ-დემოკრატები, რომლებსაც ყველაზე მეტი ხმა ერგო, შექმნან სამთავრობო კოალიცია კონსერვატიული ძალების ოთხწლიანი მმართველობის შემდეგ.
XS
SM
MD
LG