Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრიგალ „სენდის“ 14 ადამიანი ემსხვერპლა აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთსა და კანადაში


შეერთებულ შტატების ჩრდილო-აღმოსავლეთსა და კანადაში 14-მდე გაიზარდა გრიგალ „სენდით“ გამოწვეული ძლიერი ქარისა და მასშტაბური წყალდიდობების შედეგად დაღუპულთა რიცხვი. „სენდი“, ადგილობრივი დროით, ორშაბათს საღამოს (თბილისის დროით სამშაბათს, დილის 4 საათზე) დაატყდა ნიუ ჯერსის შტატს. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გამოაცხადა ამ შტატში „მასშტაბური კატასტროფის“ შესახებ, რაც ნიშნავს, რომ ფედერალური ფონდებიდან გამოიყოფა სახსრები შტატის მოსახლეობის დასახმარებლად. ნიუ-იორკში მერმა, მაიკლ ბლუმბერგმა მოსახლეობას შენობებში დარჩენისაკენ მოუწოდა. „თუ სახლში ხართ, ან სადმე, უსაფრთხო ადგილას, დარჩით იქ. გადაადგილებისა და ევაკუაციის დრომ უკვე ჩაიარა. გარეთ პირობები სახიფათოა და შეიძლება, კიდევ გაუარესდეს მომდევნო საათებში“, განაცხადა ნიუ-იორკის მერმა ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე. შეერთებული შტატების ჩრდილო-აღმოსავლეთ შტატებში ექვს მილიონამდე ადამიანია დარჩენილი ელექტრომომარაგების გარეშე.
XS
SM
MD
LG