Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთში სამხედრო პროკურორი უარყოფს "ჟეჩპოსპოლიტაში" გამოქვეყნებულ ცნობას


პოლონეთში სამხედრო პროკური უარყოფს გაზეთ „ჟეჩპოსპოლიტაში“ სამშაბათს გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომ პოლონელმა გამომძიებლებმა ასაფეთქებელი ნივთიერებების კვალს მიაგნეს რუსეთის ქალაქ სმოლენსკთან 2010 წელს ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ნამსხვრევებში. საქმე ეხება თვითმფრინავს, რომლის ჩამოვარდნის შედეგადაც დაიღუპნენ პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და თვითმფრინავში მასთან ერთად მყოფი 95-ვე ადამიანი. ვარშავის საოლქო სამხედრო პროკურატურის უფროსმა, პოლკოვნიკმა ირენეუშ შელაგმა სამშაბათს ვარშავაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ექსპერტებს, რომლებმაც გასულ თვეში, რუსეთში სამუშაო ვიზიტისას შეამოწმეს თვითმფრინავის ნამსხვრევები, არ აღმოუჩენიათ ასაფეთქებელი ნივთიერება. თუმცა, ნაპოვნია ქიმიური ნივთიერებები, რომლებსაც ამჟამად პოლონეთში ლაბორატორიაში ამოწმებენ. მათ იდენტიფიცირებას, შელაგის თქმით, თვეები დასჭირდება.
XS
SM
MD
LG