Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებულ შტატებს სირიის ოპოზიციაში ცვლილების ხილვა სურს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ აშშ-ს სირიის ოპოზიციის მმართველობაში ცვლილების ხილვა სურს. კლინტონის აზრით, დროა ”სირიის ნაციონალურ საბჭოში” შევიდნენ იმ სირიელთა წარმომადგენლები, რომლებიც პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს ებრძვიან და იღუპებიან ამ ბრძოლაში. სირიის ოპოზიციის შესახებ ჰილარი კლინტონმა ხორვატიაში ვიზიტისას ილაპარაკა. კლინტონი თვლის, რომ ოპოზიციის მმართველობა ყველა სირიელს უნდა წარმოადგენდეს და უნდა შეეძლოს წინ აღუდგეს ისლამისტი ექსტრემისტების მიერ რევოლუციის ”მიტაცების” მცდელობებს. კლინტონმა განაცხადა, რომ მომავალ კვირაში კატარში დაგეგმილ საერთაშორისო შეხვედრაზე იქნება ანტი-ასადური კოალიციის გაფართოების საშუალება. კლინტონის თქმით, აშშ-მა უკვე გაუწია რეკომენდაცია რამდენიმე პირსა და ორგანიზაციას, რომელიც, ვაშინგტონის აზრით, უნდა იყოს წარმოდგენილი სირიის ოპოზიციის ახალ სტრუქტურაში.
XS
SM
MD
LG