გაერთიანებული ოპოზიციის ყოფილი ლიდერის, ლევან გაჩეჩილაძის შვილი, გიორგი გაჩეჩილაძე პატიმრობიდან გირაოს სახით დაკისრებული თანხის გადახდისთანავე გათავისუფლდება. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პირობით გათავისუფლების სანაცვლოდ მას 5000 ლარის ოდენობის გირაოს გადახდა შეეფარდა. ლევან გაჩეჩილაძის ვაჟი გიორგი გაჩეჩილაძე ძველი თბილისის რაიონულმა სასამართლომ 27 ოქტომბერს დააკავა. მას ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს ხულიგნობას, ჩადენილს იარაღით ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით. ბრალდების მხარე ითხოვდა გაჩეჩილაძის წინააღმდეგ აღმკვეთი ღონისძიების გამოყენებას 4-დან 7 წლამდე პატიმრობის სახით. დაცვის მხარის განცხადებით, გიორგი გაჩეჩილაძის ბრალეულობა საქმეში არ იკვეთება.
ყველაზე პოპულარული
1