Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენადი ონიშჩენკო არ გამორიცხავს ქართული ღვინის რუსულ ბაზარზე უახლოეს ხანში დაბრუნდებას


რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმი არ გამორიცხავს, რომ ქართული ღვინო რუსულ ბაზარზე უახლოეს ხანში დაბრუნდება, თუ მისი ხარისხის დამადასტურებელ დოკუმენტაციას მიიღებენ. გაზეთ ”იზვესტიასთან” ინტერვიუში გენადი ონიშჩენკომ აღნიშნა, რომ რუსეთში ქართული ალკოჰოლური პროდუქციის შეტანა მხოლოდ უხარისხობის გამო აიკრძალა ისევე, როგორც მოლდავურის და პოლიტიკა არაფერ შუაშია. ”ხომ არ შეიძლებოდა რუსეთის ყველაზე მივარდნილი ადგილების მაღაზიებშიც კი გაყიდულიყო იშვიათი ”ქინძმარაული,” რომლის წარმოებაც შეზღუდულია” - განაცხადა ონიშჩენკომ. მისივე თქმით, თუ რუსეთის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ ქართული ღვინის ხარისხი ადგილზე შეამოწმონ, სრულიად რეალურია, რომ ეს პროდუქცია რუსულ ბაზარზე დაბრუნდეს.
XS
SM
MD
LG