Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბ აბაშიძე თბილისის გადაწყვეტილებაზე მოსკოვის საპასუხო რეაქციას ელის


საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე თბილისის გადაწყვეტილებაზე მოსკოვის საპასუხო რეაქციას ელის. მან დღეს ჟურნალისტებს აცნობა, რომ თბილისის გადაწყვეტილება დიპლომატიური არხებით გაიგზავნება მოსკოვში და იმედი გამოთქვა, რომ რუსეთის რეაქცია დადებითი იქნება. სწორედ ამის შემდეგ დაიწყება მსჯელობა კონტაქტებსა და მუშაობის ფორმატზე - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. გასულ საღამოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა სააგენტო რია-ნოვოსტის განუცხადა, რომ ზურაბ აბაშიძეს კარგად იცნობენ, როგორც რუსეთში საქართველოს ყოფილ ელჩს, გამოცდილ დიპლომატს და გასულ წლებში მას არაერთხელ შეხვედრიან. ზურაბ აბაშიძემ დღეს ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ დიდი ხანია იცნობს კარასინს, რომელიც გამოცდილი დიპლომატია და მასთან საქმიანი და პირადი ურთიერთობები ჰქონდა.
XS
SM
MD
LG