რუსთავის მე-16 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორს ლევან აბურჯანიას უფლებამოსილება შეუჩერდა. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს განცხადებით, გენერალურმა ინსპექციამ პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო მოკვლევა და საკითხის საბოლოოდ შესწავლამდე ლევან აბურჯანიას უფლებამოსილება შეჩერებული აქვს. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ რუსთავის საპატიმროსთან საპროტესტო აქცია შეწყვიტეს მსჯავრდებულთა ოჯახის წევრებმა, რომლებიც დაწესებულების დირექტორს ადანაშაულებდნენ პატიმრებისადმი მუქარაში და ლევან აბურჯანიას გათავისუფლებას მოითხოვდნენ.
ყველაზე პოპულარული
1