Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაჩო ახალაია აცხადებს, რომ საქართველოში დაბრუნდა


საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია აცხადებს, რომ საქართველოში დაბრუნდა და პასუხისმგებლობას კისრულობს თავის ყველა ქმედებაზე. ამის შესახებ ნათქვამია ბაჩო ახალაიას მიმართვაში, რომელიც დღეს გავრცელდა საინფორმაციო საშუალებებში. ახალაიამ ჩვენს რადიოსთან საუბარში დაადასტურა, რომ საქართველოში იმყოფება. მიმართვის დასაწყისში ახალაია აღნიშნავს, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლებმა ბოლო პერიოდში გაააქტიურეს ცილისმწამებლური კამპანია მის წინააღმდეგ და რომ ვრცელდება „სპეკულაციები“, თითქოს ის დამნაშავე იყოს ადამიანების წამებასა და კორუფციაში, რის გამოც წავიდა ქვეყნიდან და გაექცა მართლმსაჯულებას. ახალაია ამ ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ მხოლოდ დროებით იყო წასული საქართველოდან. ახლა დაბრუნდა და, შესაბამისი უწყებების მიერ გამოძიების ჩატარების შემთხვევაში, მზად არის, პასუხი გასცეს თავის საქმიანობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ შეკითხვას.
XS
SM
MD
LG