Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაჩო ახალაიას პროკურატურა დაკითხავს


მთავარი პროკურატურა გამოძიებას დაიწყებს ყველა იმ ბრალდებასა და ინფორმაციაზე, რომელიც ბაჩო ახალაიასთან დაკავშირებითაა გავრცელებული - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა. მთავარი პროკურორის განმატებით, დაიწყება ყველა იმ საქმის თავიდან შესწავლა, რომელთანაც ყოფილი ხელისუფლების წევრების, მათ შორის ახალაიას კავშირის შესახებ საზოგადოებაში მოსაზრებები არსებობს. ამის გამო, თქვა მან, ბაჩო ახალაიას დაკითხვაზე აუცილებლად დაიბარებენ. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრ სოზარ სუბარის აზრით, მხოლოდ "ციხის ბუნტია" საკმარისი იმისთვის, რომ ბაჩო ახალაიამ პასუხი აგოს.
XS
SM
MD
LG