Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩილ კბილაშვილი: ბაჩო ახალაიას დაკითხვაზე აუცილებლად დაიბარებენ


პროკურატურა გამოძიებას დაიწყებს ყველა იმ ბრალდებასა და ინფორმაციაზე, რომელიც ბაჩო ახალაიას უკავშირდება - ამის შესახებ სააგენტო “ინტერპრესნიუსს” განუცხადა მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა. მისივე თქმით, შესაბამისად, ახალაიას დაკითხვაზე აუცილებლად დაიბარებენ და დანაშაულის ნიშნების დადასტურების შემთხვევაში კონკრეტული შედეგი დადგება. თავად შს-თა ყოფილმა მინისტრმა, რომელმაც 5 ნოემბერს განაცხადა, რომ საქართველოში დაბრუნდა და მზად არის ყველა შეკითხვას უპასუხოს, ამავე სააგენტოსთან საუბრისას დღეს აღნიშნა, რომ პროკურატურაში დაკითხვაზე დაბარება მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. ახალაია მიიჩნევს, რომ ნებისმიერ შეკითხვაზე პასუხის გაცემა პრობლემა არც მისი ძმისთვის, დათა ახალაიასთვის უნდა იყოს. ძმის ამჟამინდელი ადგილსამყოფელი ბაჩო ახალაიას არ დაუკონკრეტებია.
XS
SM
MD
LG