Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში გაიფიცნენ მუნიციპალური ავტობუსების მძღოლები


თბილისში გაიფიცნენ მუნიციპალური ავტობუსების მძღოლები, რომლებსაც 17-პუნქტიანი, მათ შორის ხელფასის გაზრდისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნები აქვთ. მერიის ტრანსპორტის სამსახურის უფროსის აკაკი ჯოხაძის განცხადებით, ხელფასის საკითხის გადახედვა თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ იქნება შესაძლებელი. ჯოხაძემ მძღოლებს მოუწოდა, მუშაობა განაახლონ, რათა თბილისელებს გადაადგილების პრობლემა არ შეუქმნან. გაფიცულებს შეხვდა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორი ლევან კოპლატაძე, რომლის განმარტებით, კომპანიის ფინანსური რესურსები შეზღუდულია და ყველაფერი ისე ვერ იქნება, როგორც სასურველია. კოპლატაძის განცხადებითვე, ხელფასის გარდა არსებობს სხვა საკითხები, რომელთა განხილვა და შეთანხმება მძღოლებს მოლაპარაკების მაგიდასთან შესთავაზა. გაფიცული მძღოლები მათი პრობლემებით დაინტერესებას საქართველოს ახალი მთავრობისგანაც მოითხოვენ.
XS
SM
MD
LG