სირიაში ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ წინსვლას მიაღწიეს პროცესში, რომლის მიზანიც არის ლიდერების ახალი, უფრო მეტი ოპოზიციური გაერთიანების წარმომადგენლების მონაწილეობით მოქმედი ჯგუფის შექმნა. ამ საკითხზე მოლაპარაკება დღეს გრძელდება კატარში. აშშ და ოპოზიციის სხვა, დასავლელი და არაბელი მოკავშირეები მოითხოვენ, შეიქმნას ოპოზიციის ლიდერების ჯგუფი, რომელიც გააერთიანებდა სირიაში პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმთან მებრძოლი მეამბოხეებისა და აქტივისტების წარმომადგენლებს. ჯგუფს დაევალება სამხედრო ოპერაციების კოორდინაცია, დახმარების განაწილება და გარდამავალი მთავრობის მომზადება.
ყველაზე პოპულარული
1