Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი კალანდაძესა და ზურაბ შამათავას უფლებამოსილება შეუჩერდათ


თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი კალანდაძესა და ზურაბ შამათავას უფლებამოსილება შეუჩერდათ. როგორც “ინტერპრესნიუსს” საქალაქო სასამართლოდან აცნობეს, სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომლითაც მას გუშინ მიმართა. შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის მეთაური გიორგი კალანდაძე და მე-4 ბრიგადის მეთაური ზურაბ შამათავა პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
XS
SM
MD
LG