საბერძენთის პარლამენტის წინ დღეს საღამოს იმართება ხარჯების შემცირების საწინააღმდეგო საპროტესტო გამოვლა. ასეულობით ადამიანი მივიდა პარლამენტთან, სადაც დღეს საღამოს, მოგვიანებით, კენჭს უყრიან მომავალი წლის ბიუჯეტს, რომელიც მომჭირნეობის პროგრამის მოთხროვნებს ითვალისწინებს და გულისხმობს პენსიების და ხელფასების შემცირებას. მისი დამტკიცება პირობაა, რომ საბერძნეთმა საერთაშორიო საფინანსო ორგანიზაციებისგან მიიღოს ახალი სესხი, ვალების დასაფარად. მოელიან, რომ კონსერვატორი პრემიერ-მინისტრის, ანტონის სამარასის მთავრობა კენჭყრას მოიგებს და ბიუჯეტს დაამტკიცებენ. გასულ კვირაში პარამნეტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ხარჯების შემცირებას ითვლისწინებს.
ყველაზე პოპულარული
1