Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაფიცვას განაგრძობენ ავტობუსების მძღოლები


გაფიცვას განაგრძობენ თბილისის მუნიციპალური ავტობუსების მძღოლები. მათი განმარტებით, დღეს მუშაობის განახლებას აპირებდნენ, თუმცა დედაქალაქის მერის გუშინდელი ბუნდოვანი განცხადების შემდეგ გადაიფიქრეს. გიგი უგულავამ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მართვა საქართველოს მთავრობას შესთავაზა. თავის მხრივ, მძღოლებმა დღეს განაცხადეს, რომ გაფიცვის შეწყვეტას თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურის ხელმძღვანელისა და სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორის შეცვლამდე არ აპირებენ. რაც შეეხება უგულავას ინიციატივას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ დედაქალაქის მერი პასუხისმგებლობის თავიდან აცილებაში დაადანაშაულა. სამინისტროს განცხადებით, თბილისის სატრანსპორტო კომპანია და მეტროპოლიტენი მუნიციპალური დაქვემდებარების ობიექტებია და შესაბამისად, მერია ვალდებულია უზრუნველყოს მათი გამართულად ფუნქციონირება და ნებისმიერი პრობლემის მოგვარება. დღესვე ცნობილი გახდა, რომ არაგეგმური საგადასახადო შემოწმებისთვის თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს მიმართა, რათა მისივე განმარტებით, ბოლო მოეღოს უპასუხისმგებლო განცხადებებს კომპანიის საქმიანობის შესახებ.
XS
SM
MD
LG