Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიუსელში იმყოფება საქართველოს სამთავრობო დელეგაცია


ბრიუსელში იმყოფება საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. დღეს ბიძინა ივანიშვილი შეხვდა ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზუს. მასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ივანიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლებისთვის ძირითადი პრიორიტეტია ქვეყნის ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში. ”ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა გავაღრმავოთ და დავაჩქაროთ ეს პროცესები”, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. 14 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილია ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივანთან ანდერს ფოგ რასმუსენთან. საქართველოს სამთავრობო დელეგაცია ბრიუსელში 11 ნოემბერს გაემგზავრა. საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის სალომე ზურაბიშვილის მიერ “ფეისბუკით” გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრს ბრიუსელში არ დახვედრიან ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს წარმომადგენლები სალომე სამადაშვილი და გრიგოლ მგალობლიშვილი.
XS
SM
MD
LG