Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი კალანდაძეს გირაო შეუფარდეს ახალ ბრალდებასთან დაკავშირებით


საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ყოფილ უფროსს, გიორგი კალანდაძეს გირაოს სახით 10 000 ლარი შეუფარდეს, ახალ ბრალდებასთან დაკავშირებით. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დააკმაყოფილა კალანდაძის ადვოკატის შუამდგომლობა, რომ აღმკვეთ ღონისძიებად კალანდაძის მიმართ გამოყენებული ყოფილიყო გირაო. რაც შეეხება ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიას, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 ნოემბერს შეუფარდა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა, ამ შემთხვევაში მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ადვოკატის შუამდგომლობა და აღმკვეთი ღონისძიების სახით ახალაიას ისევ პატიმრობა შეუფარდა. დღესვე, უფრო ადრე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოაქვეყნა მოწმეების ჩვენებები ბაჩო ახალაიასა და გიორგი კალანდაძის მიმართ წარდგენილ ახალ ბრალდებასთან დაკავშირებით. ჩვენებებში მოწმეები, რომლებიც ყოფილი სამხედრო პირები არიან, ახალაიასა და კალანდაძეს ადანაშაულებენ მათ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში.
XS
SM
MD
LG