Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივანიშვილი ნატოს სპეციალური ჯგუფის შექმნას სთხოვს


საქართველოს მთავრობა ქართულ ჯარში აქამდე არსებული და ამჟამინდელი ვითარების შესასწავლად ნატოს სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატივით მიმართავს. შესაბამისი წინადადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია "მე-9 არხთან" საუბარში გაახმოვანა და აღნიშნა, რომ ინიციატივას ანდერს ფოგ რასმუსენს პირადად შესთავაზებს. "ჩვენ პარტიული ნიშნით და შერჩეული სამართლით არ ვაპირებთ მოქმედებას. ამაში მე დავარწმუნებ ბატონ რასმუსენს შეხვედრის დროს. ნატოსაც შეუძლია სამუშაო ჯგუფი შექმნას და ჩვენთან ერთად მიიღოს მონაწილეობა იმის გარკვევაში, თუ რა ხდებოდა ქართულ ჯარში და რა ხდება ახლა. სიამოვნებით შევთავაზებ ამას ბატონ რასმუსენს", - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, სამხედრო მაღალჩინოსნების დაკავება ნებისმიერი ქვეყნისთვის სირცხვილია, რის კონტექსტშიც ევროპელების რეაქცია "ნორმალური და ჯანსაღია". ივანიშვილის შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ევროპელების დაბნევას ცდილობს, თუმცა, მთავრობა სიმართლეს ყველასთან მიიტანს.
XS
SM
MD
LG