Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ მიესალმება სირიის ახალი ოპოზიციური კოალიციის შექმნას


საფრანგეთი გახდა ევროპის პირველი ქვეყანა, რომელმაც სირიის ახალი ოპოზიციური კოალიცია ცნო. სირიის ოპოზიციის ჯგუფები კატარში შეთანხმდნენ, რომ შექმნიდნენ ფართო კოალიციას პრეზიდენტ ბასარ ალ ასადის წინააღმდეგ. ოპოზიციური კოალიციის შექმნას მიესალმა ასევე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, თუმცა, ოპოზიციის საბოლო ცნობისაგან და შეიარაღების მიწოდებისაგან ვაშინგტონი თავს იკავებს. ავსტრალიაში მყოფმა ჰილარი კლინტონმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ „აშშ-ი დამატებით კიდევ 30 მილიონ აშშ-ის დოლარს გამოუყოფს სირიაში ჰუმანიტარული პროგრამების დასაფინანსებლად, რითაც სამოქალაქო ომში მყოფი სირიელი ხალხისათვის გაწეული დახმარება ჯამში 200 მილიონ დოლარამდე გაიზრდება.“
XS
SM
MD
LG