Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონგრესში მოუსმენენ დევიდ პეტრეუსს ლიბიაში აშშ-ის საელჩოზე თავდასხმის საკითხზე


აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი დირექტორი, დევიდ პეტრეუსი დღეს კონგრესის წინაშე წარდგება და უპასუხებს შეკითხვებს ლიბიაში აშშ-ის საკონსულოზე თავდასხმასთან დაკავშირებულ გარემოებებზე. პეტრეუსს დახურულ კარს მიღმა მოუსმენენ წარმომადგენელთა პალატისა და სენატის დაზვერვის საკითხების კომიტეტები, რომლებიც იძიებენ 2012 წლის 11 სექტემბერს მოწყობილ თავდასხმას. მის შედეგად ბენღაზიში აშშ-ის საკონსულოში დაიღუპა ოთხი ამერიკელი, მათ შორის აშშ-ის ელჩი. შეკითხვებს იწვევს საკონსულოს უსაფრთხოება თავდასხმამდე და კრიზისის დროს პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის მიერ მიღებული ზომები. კანონმდებლების განცხადებით, მოსმენის დროს წამოიჭრება ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორობიდან პეტრეუსის გადადგომის საკითხიც. პეტრეუსი 9 ნოემბერს გადადგა მას შემდეგ, რაც აღიარა, რომ ცოლს ღალატობდა.
XS
SM
MD
LG