Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელმა თავი მოუყარა ჯარებს ღაზის სექტორის საზღვართან


ისრაელმა თავი მოუყარა ჯარებს ღაზის სექტორის საზღვართან, ხოლო პალესტინელების მოძრაობა „ჰამასის“ გასამხედროებული ფრთა აცხადებს, რომ რაკეტა ესროლა იერუსალემს. პარასკევს იერუსალიმში სირენები ჩაირთო, თუმცა სამხედრო პირების ცნობით, რაკეტა ჩავარდა ქალაქის ახლოს, მინდორზე და არ გამოუწვევია მსხვერპლი და ნგრევა. წუხელ ისრაელმა ათობით საჰაერო იერიში განახორციელა ღაზის სექტორზე, პარასკევს კი გამოაცხადა, რომ არმიაში იძახებს 16 000 რეზერვისტს, რაც მიჩნეულია ღაზის სექტორში შესაძლო შეჭრის ნიშნად. პალესტინელების ამ ტერიტორიას „ჰამასი“ აკონტროლებს. იუწყებიან აგრეთვე, რომ ეგვიპტეში ათასობით დემონსტრანტმა გააპროტესტა ღაზის სექტორის წინააღმდეგ ისრაელის ოპერაცია, ხოლო ეგვიპტის პრემიერ-მინისტრი ღაზას ეწვია "ჰამასის" მიმართ მხარდაჭერის დასადასტურებლად.
XS
SM
MD
LG