Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა ცდილობს რუსეთის გაზის ჩანაცვლებას


უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი, იური ბოიკო ტელევიზით გამოვიდა და ისაუბრა გეგმებზე, რომლებმაც უკრაინის რუსეთის გაზზე დამოკიდებულების ხარისხი უნდა შეამციროს - მათ შორის იმ ვარაუდზეც, რომ რუსეთმა შესაძლოა უკრაინას საერთაშორისო სასამართლოში უჩივლოს. ტელეარხ „ინტერზე“ გამოსვლისას, პარასკევს, ბოიკომ თქვა, უკრაინას არ აკმაყოფილებს ის ფასი, რომელსაც რუსეთი თავის გაზზე უწესებსო. ბოიკოს თქმით, უკრაინა წელს რუსეთისგან 26 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზს ყიდულობს - რაც 1 მილიარდი კუბური მეტრით ნაკლებია იმ რაოდენობაზე, რომელიც გამოცხადებული იყო. ბოიკოს თქმით, უკრაინამ გერმანიასთან მიაღწია შეთანხმებას გაზის შესყიდვაზე, რუსეთის ფასებთან შედარებით 40-დან 70-თ დოლამდე ნაკლებით. ამასთან, უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის ცნობით, კიევი აზერბაიჯანის შაჰ დენიზის პროექტის პარტნიორებს სთავაზობს გამოიყენონ უკრაინის გაზსადენების ქსელი, რომელიც ევროპასთანაა დაკავშირებული და ისარგებლონ უკრაინაში აშენებული, გაზის შესანახი მიწისქვეშა ობიექტებით.
XS
SM
MD
LG