Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფანჯიკიძე: ნატო და ევროკავშირია ის ორგანიზაციები, რომელში გაწევრიანებასაც საქართველო გეგმავს


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა უარყო ვარაუდები იმის თაობაზე, რომ საქართველომ შესაძლოა განიხილოს დსთ-ში დაბრუნების პერსპექტივა და დასძინა, რომ მხოლოდ ევროკავშირი და ნატოა ეს ორგანიზაციები, რომელში გაწევრიანებასაც საქართველო ესწრაფვის. ფანჯიკიძე ამ განცხადებებით „რუსთავი-2“-თან საუბრისას გამოვიდა. მისი თქმით, საქართველოს დსთ-სგან დაბრუნების წინადადება არ მიუღია, ვინაიდან ასეთ წინადადებას აზრი არ ექნება. გასულ კვირაში რუსეთის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ ვერ ხედავს წინაღობას საქართველოს დსთ-ში დაბრუნების პროცესში.
XS
SM
MD
LG