Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

18-მდე გაიზარდა ღაზის სექტორში ორშაბათს დაღუპულთა რაოდენობა


ისრაელის არმიის საავიაციო იერიშების შედეგად ორშაბათს 18-მდე გაზიარდა ღაზის სექტორში დაღუპული პალესტინელების რიცხვი. ისლამისტური დაჯგუფება ჰამასის მებრძოლებსა და ისრაელის არმიაში შორის შეტაკებები უკვე მეექვსე დღე გრძელდება და ჯერჯერობით საერთაშორისო საზოგადოება ვერ ახერხებს ცეცხლის შეწყვეტის მიღწევას. ისრაელის არმია აცხადებს, რომ გასული ღამით ღაზის სექტორზე 80 ავია-რეიდი განახორციელა. ექვსდღიანი საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 95-ს მიაღწია.
XS
SM
MD
LG